Choose to Help
მოხალისეთა მოძრაობა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად

თბილისი, საქართველო
ცენტრის გუნდი — მოხალისეები — სხვადაახვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ჩვენ ცენტრში უანგაროთ ვმუშაობთ. ცენტრისთვის სამუშაო სივრცე უფასოდ მოგვცეს.

ჩვენი ცენტრი 2022 წლის 2 მარტიდან მუშაობს. თავიდან ჩვენ ჰუმანიტარული დახმარებითა და უკრაინაში მისი გაგზავნით ვიყავით დაკავებულნი. მაგრამ აპრილის დასაწყისში სულ უფრო მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჩამოდიოდა თბილისში. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმათთან, ვისაც დახმარება აქ და ახლა სჭირდებათ. ჩვენი პუნქტი ხალხს ტანსაცმლით, საჭმლით, ჰიგიენური საშუალებებითა და წამლებით უზრუნველყოფს.

ერთადერთი ფინანსური წყარო — ნებაყოფლობითი შემოწირულობებია. შეგროვებული თანხა მთლიანად იხარჯება საკვების, წამლებისა და ჰიგიენური საშუალებების ყიდვაზე.

ასევე დახმარებას ვიღებთ მზრუნველი ხალხისაგან. თქვენ შეგიძლიათ საჭირო ნივთთა სიიდან მოიტანოთ რაიმე, რაც იმათ შეხვდება, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. თქვენ ასევე შეგიძლიათ ფულით დაგვეხმაროთ, ტანსაცმელი მოიტანოთ ან გახდეთ ჩვენი მოხალისე
ჩვენი რეკვიზიტები ჰუმანიტარული დახმარების საყიდლად:
TBC bank account (GEL, USD, EUR):
SWIFT: TBCBGE22
GE60TB7358945061200004
Sofiya Gerich
Crypto Wallets:
TETHER (TRC 20) TBL4uJQs43KF4vVh2xvZUe2mu3xAVLJqUv
ETH (ERC 20) 0xf7dF24831596Fa929f4663076830ff5Af4AE9Ca2
BTC 34TNogFWwNMFpEp9c6vk9tMfMWWyCqnVvd
USDT (ERC20) 0xf07fe797748c0f36052364f2903d3a3a51510c56
SOL 3RFpE9WxfEhjn9sYju68txYjze6XKQ3y23y3jCb3mnhq
სხვა დახმარების ორგანიზაციები თბილისში
მოხალისეთა ცენტრის ოფიციალური არხი "ТВОЯ УКРАЇНА" ("შენი უკრაინა") აქ ვაქვეყნებთ ყველა საჭირო ინფორმაციას.
Dopomoga Ukraini — ფონდი მოწყალების პროექტი, რომელიც ეხმარება უკრაინელებს საქართველოში ჩამოსვლაში და აქ ყოველგვარი დახმარებისა და მხარდაჭერის მიღებაში.
Helping to leave (ვეხმარებით გამგზავრებაში) — მხარდაჭერის ჩატი იმათთვის, ვინც უკრაინიდან წასვლას ახლა ფიქრობს ან უკრაინაშია და დახმარებას საჭიროებს.
Volunteers Tbilisi (თბილისის მოხალისეები) — ჰუმანიტარული დახმარების ტელეგრამ არხი, მისამართი-თბილისი, ბიჭორმის, 29. გასცემენ საკვებსა და ჰიგიენურ ნაკრებებს.
Emigration For Action — უკრაინელთა დახმარების პროექტი რუსული ემიგრაციისგან-რომელიც ომისა და პუტინიზმის წინააღმდეგ არის
ნინო ქათამაძის ფონდი. პროექტი ეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოში ახალი ცხოვრების დაწყებაში. ფონდი სპეციალიზირებულია შესაბამისი დასაქმების ძიებასა და ნებისმიერი წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში
კონტაქტები
ცოტნე დადიანის 7, "ქარვასლა"-ს ოფისი A204, თბილისი
ტელეფონი: 591040225
ჩვენ ვმუშაობთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 12-დან-19 საათამდე
Made on
Tilda